logo
eng geo
მთავარი > ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მისია

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მისია


სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევებისა და სამუშაოების ჩატარება ჰიდრომეტეოროლოგიისა და ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგის თეორიულ და გამოყენებით პრობლემებზე საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

საგანმანათლებლო მოღვაწეობა მეცნიერების აღნიშნულ დარგებში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით. კერძოდ, უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესში ინსტიტუტის მეცნიერთა ჩართვა, სადოქტორო, სამაგისტრო და რიგ შემთხვევაში საბაკალავრო ნაშრომთა დამუშავება-დაცვის ხელშეწყობა.

სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები:
  • მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური საპროგნოზო თანამედროვე მოდელების დამუშავებადანერგვა;
  • სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (წყალდიდობის, ღვარცოფების, თოვლის ზვავების, ქარიშხლების, სეტყვის, თქეში წვიმის და სხვ.) შესწავლა და საპროგნოზო სისტემის განვითარება, მათი რეგულირების მიზნით;
  • კლიმატური, აგროკლიმატური და განახლებადი ენერგეტიკული რესურსების (წყლის, ქარის, მზის რადიაციის) შეფასება;
  • კლიმატის გლობალური ცვლილების და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებზე მისი გავლენის შეფასების მეთოდების დამუშავება;
  • ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტორებისა და ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ბუნებრივ გარემოზე და კლიმატზე გავლენის ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება გარემოზე მავნე გავლენის შედეგების შესამცირებლად;
  • ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, გარემოს (ატმოსფერო, ნიადაგი, წყლები) ეკოლოგიური მდგომარეობისა და დაჭუჭყიანების ხარისხის შესწავლა, მისი შედეგების შეფასება და პროგნოზირება;